უკრაინელი დეპუტატის იური დერევიანკოს განცხადებით, ათზე მეტი დეპუტატი, მათ შორის თვითონ, მზად არის სააკაშვილს თავდებში დაუდგეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დერევიანკოს გარდა, იულია ტიმოშენკო, ვიქტორ ჩუმაკი, ალიონა შკრუმი, ვიტალი კუპრი, ნატალია ნოვაკი, დიმიტრი დობროდომოვი, პაველ კოსტენკო და სხვები მზად არიან, თავდებად დაუდგნენ ოდესის ყოფილ გუბერნატორს.
ამ წუთებში კიევში, პეჩერსკის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.