რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარია
რაჭაში, ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ხანძრის ამსახველ ფოტოს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს.