რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.