რა წერია შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით
რა წერია შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტში კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით ნათქვამია, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ამბიციური სასამართლო რეფორმა ამ საპარლამენტო ვადაში, მათ შორის შემდეგი, როგორც პირველი ნაბიჯი, ფართო, ინკლუზიური და მხარეთაშორისი რეფორმების პროცესში.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად, 2017 და 2019 წლებში მიღებული სასამართლო რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა:

ა) კიდევ უფრო გაზრდის პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამჭვირვალობას და ამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევას, განსაკუთრებით მოსამართლეთა დანიშვნის წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებით, კეთილსინდისიერების და კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით;

ბ) პარლამენტს წარუდგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის პროექტი, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის ნომერ 94949/2019-ის დასკვნის შესაბამისად, განსაკუთრებით, რაც შეეხება დანიშვნების ეტაპობრივ მიდგომას, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ნომინაციების დასაბუთება ამ უკანასკნელის საჭიროებისთვის.

გ) თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში დანიშვნისგან არსებული წესების შესაბამისად;

დ) მიიღოს კანონი, რომელიც განახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებულ დადგენილებას სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესების დაწესებით.

იმავდროულად, უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებით, ყველა მიმდინარე დანიშვნა შეჩერდება და განაცხადის პროცესი გაიხსნება, მათ შორის ახალი კანდიდატებისთვის, ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ.

უნდა შემუშავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, თანამდებობებზე გადაყვანებში, დისციპლინურ ზომებსა და საჩივრებში, წარდგენება ვენეციის კომისიასა და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს(ODIHR) დასკვნისთვის და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა შესრულდეს.

რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, კონსტიტუციური გადასინჯვის აუცილებელი პროცედურების შემდეგ, მათ შორის საზოგადოებრივი დებატების ჩათვლით, მხარეები ვალდებულებას იღებენ დაიცვან საერთო პოლიტიკური პოზიცია, რომ მიიღონ პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმა, უზრუნველყონ ფართო, პარტიულ პოლიტიკურ მხარდაჭერა,  გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის და ამ დანიშვნების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესატყვისად, რათა დანიშვნები განხორციელდეს გამჭვირვალე, არაპარტიული გზით, დამსახურების საფუძველზე.

გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან საერთო პოლიტიკური პოზიცია მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის “ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო” მექანიზმის შექმნის შესახებ:

ა) პირველი ორი მცდელობა საჭიროებს კვალიფიციურ უმრავლესობას. შემდგომ მცდელობებს უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

ბ) ხმის მიცემა უნდა მოხდეს წინა კენჭისყრიდან არა უადრეს 4 კვირისა.

გ) ამ ანტი-ჩიხური პროცედურის შესაბამისად ნებისმიერი დანიშვნა (კვალიფიციურ უმრავლესობაზე დაბალი) დროებითია, ვადა შეზღუდულია ერთი წლით, რომლის განმავლობაშიც დაიწყება დანიშვნის სტანდარტული პროცედურა.

მხარეები ვალდებულებას იღებენ შემდგომი სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტურობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების საკითხში, მოძიებულ იქნება საერთაშორისო რჩევა და დახმარება“, – ნათქვამია დოკუმენტში.