ირაკლი ზარქუა - ოპოზიციაში აჯაფსანდალია, ოთახში სხედან, მაგრამ ისევ „ფანჩატურია“, ერთმანეთში ბელადობა აქვთ, გიჟების დოღია, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამ დოღში 
ირაკლი ზარქუა - ოპოზიციაში აჯაფსანდალია, ოთახში სხედან, მაგრამ ისევ „ფანჩატურია“, ერთმანეთში ბელადობა აქვთ, გიჟების დოღია, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამ დოღში 

ოპოზიციაში აჯაფსანდალია. თინა ბოკუჩავას ბედი მაინტერესებს. მართლა თავმჯდომარეა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტიდან სააკაშვილმა გადააყენა და ნანულის დაუთმო ასპარეზი, რომელიც ახლა დასასვენებლად არის, ჯერ არ სცალია და ცოტა ხანში შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ქაოსი აქვთ, ფანჩატურში სამნი თუ ოთხნი არიან.

„ვერ ვერკვევი, დავიბენი უკვე, ნანულამ პოსტი შემომთავაზესო, ბოკუჩავამ – ამის არ მჯერაო. სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? ქაოსი აქვთ. ფანჩატურში სამნი თუ ოთხნი არიან, რა დავარქვა, აღარ ვიცი. რატომ მოხდა ფანჩატურის აღზევება? იმიტომ, რომ ფანჩატური იყო. მერე რა, რომ ახლა ოთახში სხედან, ისევ „ფანჩატური 3“-ია, რადგან უცხოეთიდან ერთი დაკვეთა იყო და ვერ გათვალეს, ქართველები სამხრეთელები ვართ, ემოციურები ვართ და არ გავუტარებთ. ერთმანეთში ბელადობა აქვთ. მერე რა, რომ სააკაშვილი ჩამოწერეს, ის მაინც იბრძვის. მაინც მგონია, სააკაშვილი მართალია, რადგან თუ ოპოზიციაში მხარდამჭერები ვინმეს შემორჩა, ალბათ უფრო სააკაშვილის გზააბნეული მეხოტბეები არიან. „ჩერგო“ ჩემი ფავორიტია – არმია არ ჰყავს, მაგრამ მაინც მებრძოლია. იმხელა ამბიცია აქვს, ამხელა დასაყრდენი ზურგის სახით საზოგადოებაში არ ჰყავს და „სიდან ამხელა ამბიცია?“ „ჩერგოა“ და მიუშვით. რასაც ვხედავთ, გიჟების დოღია, ვინ გაიმარჯვებს დოღში, ვნახოთ. გიჟები, კაი გაგებით ვამბობ, პოლიტიკურად გიჟები არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.