რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ორი ადამიანი არ დარჩა, რომელთაც ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფა არ მიაყენეს, ამ აგრესიის გადატანა მთლიანად ქვეყანაზე უნდოდათ
რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ორი ადამიანი არ დარჩა, რომელთაც ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფა არ მიაყენეს, ამ აგრესიის გადატანა მთლიანად ქვეყანაზე უნდოდათ

რადიკალურ ოპოზიციაში ორი ადამიანი არ დარჩა, რომელთაც ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფა არ მიაყენეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ რადიკალური ოპოზიციის ამორალურ სახეზე მეტყველებს, რომ ერთმანეთის დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე არ შეუძლიათ.

„ამ აგრესიის გადატანა მთლიანად ქვეყანაზე უნდოდათ, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთი დარჩათ და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინება, მით უკეთესია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.