რა ვითარებაა ველისციხესთან - პირველი არხის ჟურნალისტი გურჯაანიდან [ვიდეო]

სოფელ ველისციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები სოფელ ველისციხესთან რჩებიან.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე.