გიორგი გახარია - როდესაც გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა
გიორგი გახარია - როდესაც გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა

როდესაც გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, კახეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი.

„ინაუგურაციის ნაწილში შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები. აქ იყო შედარება – ფარცხალაძე, კირკიტაძე და ასე შემდეგ. ერთ რამეს გეტყვით, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს. მოხდა მარტივი რამ – ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს არის და ეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი.

როდესაც გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა, ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა. ასეა და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. პოლიციელზე თავდასხმასაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, იქ გავაგრძელოთ მერე საუბარი შერჩევით სამართალზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.