რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - ფოტო და ვიდეოკადრები ჭუბერიდან

ჭუბერში წვიმა შეწყდა და ამ დროისთვის ვითარება შედარებით დასტაბილურდა.

რამდენიმე საათის წინ კი ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ მოიმატა და ცინდელიანების საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს.

სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი, რათა ჭუბერის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეს.

ადგილზე რჩებიან მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით საკოორდინაციო საბჭოს სპიკერადდაინიშნა და მოსახლეობას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.