რა ვითარებაა გულრიფშის ქუჩაზე, სადაც მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა [ფოტო, ვიდეო]

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გულრიფშის ქუჩაზე დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. „ჯივიპის“ ჯგუფი, რომელიც ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ პრობლემის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს.

​როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრა.

როგორც თვითმხილველებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე ძლიერი ხმა გაისმა, რასაც წყლის ნაკადი მოჰყვა. დატბორილია რამდენიმე ქუჩა. წყალმა რამდენიმე სახლი დატბორა.

მილსადენის დაზიანების გამო, ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.