თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩის კვეთაზე დღეს ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა. დაზიანდა ქუჩაზე მდგარი ორი ავტომობილი. ამასთან, წყალმა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფები დატბორა. ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილმა მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ხდება ზარალის მოცულობის შეფასება და სწორედ შეფასებიდან გამომდინარე მოხდება ზარალის აღდგენა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებზე წყლის მიწოდება ხვალ, 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.