რა ვითარებაა ჭუბერში - ფოტო და ვიდეოკადრები სტიქიის ზონიდან

ჭუბერში წვიმამ გადაიღო და მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ შედარებით დაიწია, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან იუწყება.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა აწარმოებს როგორც გაწმენდით, ასევე – ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი, რადგან ჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოინგრა და ჭუბერის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს მოწყვეტილია.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ​ მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.