ფითრი ალბათ ყველას გვინახავს. ეს უცნაური მცენარე სინამდვილეში ნახევრად პარაზიტია, რომელიც ცოცხალ ხეებს ესხმის თავს.
Phoradendron-ი, ფითრის გვარი, რომელსაც სხვადასხვა დეკორაციაში იყენებენ, ბერძნულად „ხის ქურდს“ ნიშნავს.
ფითრი წარმოშობით სანდლის ხისგან მოდის და მსოფლიოში მისი ათასობით სახეობაა.
მიუხედავად იმისა, რომ სანდლის ხე საკუთარ ფესვებს სხვა ხის ფესვებში იდგამს, ფითრი პარაზიტიზმის სხვა გზას მისდევს — ჯდება ხის ტოტებში.
ენერგიას ის მასპინძელი ხისგან ამოწოვილი წვენითა და მზისგან იღებს.
ასეთ ძლიერ წარმატებას ფითრმა ძირითადად იმის გამო მიაღწია, რომ ჩამოუყალიბდა გემრიელ კენკრაში გახვეული წებოვანი თესლები; ეს კენკრა ძლიერ იზიდავს ფრინველებს.
თესლები წებოვანი ნივთიერებითაა დაფარული და უვნებლად გამოიდევნება ფრინველების ფეკალიებთან ერთად.
თუ გაუმართლათ, და ფრინველების ფეკალიებთან ერთად ხეზე მოხვდნენ, თესლები ხის ტოტებს ეწებებიან და თავს ახალ მასპინძლად „აცხადებენ“.
ფითრი ხეს სტრესავს, უფრო მგრძნობიარეს ხდის მწერებისა და დაავადებებისადმი.
ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ფითრმა ჯანმრთელი ხე მოკლას, მაგრამ შეუძლია გაახმოს მისი ტოტები.
ფითრი წყალს და საკვებ ნივთიერებებს ქსილემიდან იღებს — რომელიც თავის მხრივ, წყალსა და მინერალებს მცენარის ფესვებიდან და ფოთლებიდან იღებს. თუმცა, ფითრს ასევე შეუძლია მოტყუებით თავიდან აიცილოს დაზიანებული ხის სტრესი ლაფნის გამოყენების გზით, რომელიც საკვებ ნივთიერებებს ხის ფოთლებიდან გარდაქმნის.
ფითრი ადამიანებისა და ცხოველებისთვის შეიძლება მომწამვლელი იყოს, მაგრამ მცირე რაოდენობა საშიში არ არის.
მიუხედავად ამისა, ფითრს კარგი თვისებებიც აქვს.
შეუძლია, რომ მასპინძელ ხეს მეგობრობაც გაუწიოს — გაზარდოს მისი ფოტოსინთეზი მეტი საკვები ნივთიერების მიღების მიზნით და შესაბამისად, ხე ნაკლებად დააზიანოს.
მრავალ ეკოსისტემაში, მისი ყვავილები ნექტრის წყაროა ფუტკრებისთვის, მასპინძლობას უწევს მუხლუხებსაც. დაზიანებული ხეები კარგ საბინადრო ღრუებს სთავაზობს ფრინველებს, ღამურებს, მწერებსა და პატარა ძუძუმწოვრებსაც კი.
მეცნიერთა განცხადებით, მის ნაყოფს ჭამენ ციყვები, ირმები და მაჩვზღარბები კი თავად მცენარეს მიირთმევენ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.