ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე პრემიერთან სამუშაო შეხვედრა იმართება
ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე პრემიერთან სამუშაო შეხვედრა იმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მთავრობა, ფართო ჩართულობით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

ამ მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი მონაწილეობენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება. დოკუმენტი ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების და კერძო სექტორის ფართო ჩართულობით შემუშავდება და მის აღსრულებაში ყველა შესაბამისი რგოლი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.