რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.
დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
ავარიასთან დაკავშირებით დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.