ქვემო ფონიჭალაში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა
ქვემო ფონიჭალაში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.

დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

ავარიასთან დაკავშირებით დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.