ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნაში მოყვანას ითხოვს
ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნაში მოყვანას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუვეითის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ქვეყნის შეიარაღებული ძალები უნდა იყვნენ მზადყოფნაში და უნდა იყვნენ მზად კონფრონტაციისა თუ სხვა ინციდენტისთვის, რამაც შესაძლოა, მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საბაჰ ალ-ხალიდ საბაჰმა.
მისივე თქმით, ქუვეითი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ერ-რიადს უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილ რამდენიმე ობიექტზე დრონებით მიიტანეს იერიში. მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენში ირანის მხარდაჭერით მებრძოლმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა აიღეს.
აშშ-მა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, რასაც თეირანი უარყოფს.