ქუვეითში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

11:07, 24.02.2020

ქუვეითში კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგლიობრივი მედია ავრცელებს.

ყველა ინფიცირებული ქუვეითში ირანის ქალაქ მეშხედიდან ჩავიდა.

ქუვეითის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დაავადებული 53 წლის ქუვეითის მოქალაქეა, მეორე 61 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე, ხოლო მესამე, 21 წლის პაციენტის მოქალაქეობა ჯერ დაუდგენელია.

ხელისუფლების ცნობით, ინფიცირებულები ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.

მსგავსი