აშშ-ში ვიზიტით ჩასული ქუვეითის მმართველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
აშშ-ში ვიზიტით ჩასული ქუვეითის მმართველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ში ვიზიტით ჩასული ქუვეითის 90 წლის მმართველი, ემირი შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ემირს გამოკვლევები უტარდება.

ემირი აშშ-ის პრეზიდენტს 12 სექტემბერს უნდა შეხვედროდა, თუმცა მომხდარის გამო, ვიზიტი მოგვიანებით გაიმართება.

შეიხი საბაჰ ალ-აჰმადი ალ-საბაჰი ქუვეითს 2006 წლიდან მართავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ქუვეითის ლიდერს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და უახლოეს მომავალში შეხვედრის იმედი გამოთქვა.