წელს მსოფლიოში ყველაზე ცხელი ადგილია ქუვეითის ქალაქი ნუვაისები, სადაც ტემპერატურამ 53.2 გრადუსს მიაღწია
წელს მსოფლიოში ყველაზე ცხელი ადგილია ქუვეითის ქალაქი ნუვაისები, სადაც ტემპერატურამ 53.2 გრადუსს მიაღწია

2021 წელს მსოფლიოში ყველაზე ცხელი ადგილი ქუვეითის ქალაქი ნუვაისებია, სადაც მიმდინარე წლის ივნისში ტემპერატურამ 53.2 გრადუსს მიაღწია.

ერაყში პირველ ივლისს 51.6 გრადუსი იყო, ირანის ქალაქ ომიდიეში კი 51 გრადუსი. მიმდინარე წლის ივნისში ტემპერატურა 50 გრადუსს გადასცდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ომანსა და საუდის არაბეთში.

მიმდინარე წლის ივნისი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებით ცხელი თვე იყო. კანადის ქალაქ ლიტონში, რომელიც ვანკუვერიდან 200 კილომეტრში მდებარეობს, 29 ივნისს 49.6 გრადუსი აღინიშნა, რაც კანადისთვის რეკორდული მაჩვენებელია.