ქუთაისში საკრებულოს სხდომა სამოქალაქო აქტივისტების აქციის ფონზე მიმდინარეობს
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სამოქალაქო აქტივისტების აქციის ფონზე მიმდინარეობს.
„ნანა წადი“ – ამ შინაარსის პლაკატით სამოქალაქო აქტივისტები დეპუტატის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნანა კოსტავას ყოფნას აპროტესტებენ.
„დეპუტატი მუდმივად იყენებს შეურაცხმყოფელ ფრაზებს, ასევე სიძულვილის ენას. მისი ადგილი საკრებულოში არ არის“, – აცხადებს გვანცა თოთაძე.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სიძულვილის ენა გამოიყენა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.