ქუთაისის საკრებულოს წევრ გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერდა
ქუთაისის საკრებულოს წევრ გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერდა

ქუთაისის საკრებულოს წევრს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ უკლება სხდომებს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ერთხელაც არ დასწრებია.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი უკლება საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

ქუთაისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ წევრს შეიყვანს და სიის თანახმად, სავარაუდოდ ბექა ქვაჩაკიძე გახდება საკრებულოს წევრი.

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არც ერთი წევრი არ დასწრებია.