ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოჰყვა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემა მოითხოვეს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას ცდილობს.

საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა განმარტეს, რომ ქართული ოცნება პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება. ამასთან ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრების თქმით, საჯარო სამსახურებში თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა არ მოხდება.