ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“-ს პრემიერა გაიმართება.
პრემიერა 27 დეკემბერს შედგება.
ღონისძიება ოპერის გახსნიდან 48 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები – არმაზ დარაშვილი და სულხან გველესიანი.
„რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.