ქუთაისში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართება
ქუთაისში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“-ს პრემიერა გაიმართება.

პრემიერა 27 დეკემბერს შედგება.

ღონისძიება ოპერის გახსნიდან 48 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები – არმაზ დარაშვილი და სულხან გველესიანი.

„რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.