ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, 23 და 25 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

13:33, 21.08.2019

ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, 23 და 25 აგვისტოს, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) ბაქანზე გაჩერდება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

გასვლა, თბილისი -12:40;
ჩასვლა, Black Sea Arena-17:25 ;
ჩასვლა, ბათუმი-18:23

გამოსვლა, ბათუმი-23:50
ჩამოსვლა, Black Sea Arena- 00:38;
ჩამოსვლა, თბილისი-05:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ# 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ#811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, მსურველებმა აირჩიონ ადგილები მატარებელში, ვებ-გვერდებზე : Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებშიც.

მსგავსი