ქუთაისში პირველი არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ქუთაისში პირველი არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
საქველმოქმედო საღამოს სოფო ბობოხიძის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ტურიზმის ცენტრში მოყვარული ფოტოგრაფების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ.
საქველმოქმედო აქცია, რომელიც სოფო ბობოხიძის ხსოვნას ეძღვნება, უკვე მესამედ იმართება.
პირველი არხის ოპერატორი, 27 წლის სოფო ბობოხიძე, 2016 წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.