„სიენენი“ - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად არასდროს განუხორციელებიათ ჟურნალისტებზე თავდასხმა
„სიენენი“ - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად არასდროს განუხორციელებიათ ჟურნალისტებზე თავდასხმა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად არასდროს განუხორციელებიათ ჟურნალისტებზე თავდასხმა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენს“ თავდაცვის ძალებში განუცხადეს, მათ მიიღეს ყველანაირი ოპერატიული ზომა არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, არამედ ჟურნალისტების დასაცავად.

„ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის არც არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნებიან ჟურნალისტები მიზანმიმართული სამიზნე. მიმდინარე სროლიდან გამომდინარე, აქტიურ საბრძოლო ზონაში დარჩენას რისკები აქვს. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

„ალჯაზირამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ისრაელის ძალების მიერ სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ტელეკომპანიის ოპერატორი დაიღუპა.