„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის ძალების მიერ სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ტელეკომპანიის ოპერატორი დაიღუპა
„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის ძალების მიერ სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ტელეკომპანიის ოპერატორი დაიღუპა

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის ძალების მიერ სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ტელეკომპანიის ოპერატორი დაიღუპა.

ხან იუნისში მდებარე სკოლაში მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს, რა დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში განახორციელეს.

როგორც „ალჯაზირა“ წერს, ოპერატორი დაჭრილი იყო და მასთან სასწრაფო დახმარების მანქანებმა მისვლა ვერ შეძლეს, რადგან ისრაელის ძალებმა სამედიცინო პერსონალს ამის საშუალება არ მისცეს.

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში 90 ჟურნალისტია დაღუპული.