საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა, რომელიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდა, კლინიკა დატოვა
საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა, რომელიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდა, კლინიკა დატოვა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში განაგრძობს მკურნალობას.

დაზიანებები თვალიაშვილს თვალებსა და თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე აქვს ტვინის შერყევა.

ათამდე ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა, რა დროსაც გონება დავკარგე. მარცხენა თვალი მაქვს დაზიანებული. ორი კვირა სჭირდება, რომ თვალი გავახილო, მკურნალობას მეტი დრო დასჭირდება. ექიმები მეუბნებიან, რომ მხედველობის პრობლემა არ მექნება. რაც შეეხება გამოძიებას, ველოდები, რომ გამომკითხავენ, დაზიანებულია ტელევიზიის ტექნიკა“, – განაცხადა თვალიაშვილმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.