რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა [ვიდეო]

12:04, 05.07.2021

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართ ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი და არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის დროს, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა რუსთაველის გამზირი საპატრულო მანქანების დახმარებით დატოვეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=q2C501vmIt4

მსგავსი