ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“, კორონავირუსი კიდევ 20-მა პაციენტმა დაამარცხა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“, კორონავირუსი კიდევ 20-მა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში დღეს კორონავირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები და ორსულები.

კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით მკურნალობას 74 პაციენტი განაგრძობს, მათ შორის 10 ბავშვი და ცხრა ორსულია.

კოვიდცენტრში ჯამში ახალი კორონავირუსული ინფექცია 120-მა პაციენტმა დაამარცხა.