ქუთაისში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ჯაჭვის ხიდზე აქცია ლოზუნგით „ნუ ჩაგვძირავთ“, „არა ნამოხვანჰესს“ აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ლეჩხუმისა და სვანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უარი თქვას ჰესების მშენებლობაზე, ვინაიდან ეს პროექტები მათი კუთხეების მიკროკლიმატს საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწა-წყალს. ჰესების მშენებლობა არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ სვანეთის ტყეებში მობინადრე ცხოველებსაც აფრთხობს“, – განაცხადა პირველ არხთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნაირა ჯაჭვლიანმა.