ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში H1N1  ვირუსით ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში H1N1 გრიპის ვირუსით ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში პირველ არხს უთხრეს, ვირუსით გარდაცვალების  შემთხვევა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ საღამოს მოხდა.

„გარდაიცვალა მელოგინე, ახალნამშობიარები. ბავშვი კარგად არის. გარდაცვალება გრიპის ვირუსმა H1N1 გამოიწვია„,-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ეს H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტია.  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით გუშინ 53 წლის ქალი გარდაიცვალა.