ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თურქული კომპანია „ლუქს კარადენიზის“ ოფისი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების განცხადებით, დაუდგენელი პირები ოფისში ბილეთების შესაძენად შევიდნენ, შემდგომ კი მუქარის მეშვეობით ოფისიდან თანხა გაიტანეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ამ დროისთვის ადგილზე ინტერნსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.