ქუთაისში ერთ-ერთი თურქული კომპანიის ოფისი დააყაჩაღეს

14:58, 15.05.2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თურქული კომპანია „ლუქს კარადენიზის“ ოფისი დააყაჩაღეს.

თვითმხილველების განცხადებით, დაუდგენელი პირები ოფისში ბილეთების შესაძენად შევიდნენ, შემდგომ კი მუქარის მეშვეობით ოფისიდან თანხა გაიტანეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ამ დროისთვის ადგილზე ინტერნსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი