ქუთაისში დამატებით ცხელების ოთხი ცენტრი ამოქმედდება
ქუთაისში დამატებით ცხელების ოთხი ცენტრი ამოქმედდება

ქუთაისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტების მიღებას ჩხობაძის სახელობის კლინიკის გარდა, კიდევ ოთხი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს.

ცხელების ცენტრის ფუნქცია ექნებათ კლინიკა „ბომონდს“, „ჰოსპიტალსერვისს“ (ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე #5 პოლიკლინიკა), რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოსა და „მედიქალსითის“.

​ფეხმძიმეებს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, „ბომონდი“ მოემსახურება.

აქამდე, პაციენტებს მხოლოდ ცხელების ცენტრად გადაკეთებული ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულება იკვლევდა.