ქუთაისში რამდენიმე დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს, მათ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს
ქუთაისში რამდენიმე დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს, მათ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობაში მცხოვრები სამი დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

დევნილების განცხადებით, დღეს დილით უნდა დაწყებულიყო შენობის დანგრევა, სადაც ისინი ცხოვრობენ და ამას აპროტესტებენ. მათი თქმით, ოჯახები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილეს და ზამთარში ქუჩაში რჩებიან.

დევნილებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.