ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავარია ქუთაისთან ახლოს, ე.წ. მუხნარის ტყეში მოხდა. გზაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.