ქუთაისში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია ერთი ადამიანი [ფოტო]
ქუთაისში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია ერთი ადამიანი [ფოტო]

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ოთხი ავტომობილი დაზიანდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ქუთაისიდან იუწყება, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი მაღაზიის მინის კარს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.