ქუთაისში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
ქუთაისში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის კარს შეეჯახა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილი, თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის დაშვებული, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.