ქუთაისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

20:34, 07.12.2018

ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი