ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.