ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა
ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა

ქუთაისში, წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებდა.

უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.