ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ორზოლიანი მონაკვეთი ოთხზოლიანი გახდება.
რეკონსტრუქციის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
ნებართვის მიხედვით, მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
შემოვლით გზას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს.