ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქუთაისის შემოვლითი გზის 259-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

21:45, 10.02.2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანას გაუჩნდა ხანძარი, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის ამ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მსგავსი