ქუთაისის შემოვლით გზაზე 16 დეკემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
ქუთაისის შემოვლით გზაზე 16 დეკემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისის შემოვლით გზაზე 16 დეკემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

„ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდინარე ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა, რის გამოც, 2019 წლის 16 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ. 216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.