ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატარიამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
საკრებულოს აპარატში განმარტავენ, რომ მას გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია. თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილეებიდან ერთ-ერთი, რამაზ ჩხიკვაძე ან ირაკლი შენგელია შეასრულებს.
„მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. მე გუნდში რამდენიმე თვის უკან გავაჟღერე წასვლა, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მით უმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისმა.”