ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო.

მეორე ფაზის სამუშაოები აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობას ითვალისწინებს. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სხვა სამუშაოების განხორციელება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამშენებლო სამუშაოები ქუთაისში დღეს „აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა“, გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტის დღეს არსებული ტერმინალის სივრცე გაფრენის ზონად იფუნქციონირებს, ხოლო ახალ ტერმინალში ჩამოფრენის სივრცე მოეწყობა. პროექტის განხორციელების შემდეგ, აეროპორტს შვიდი გასასვლელი ექნება და საათში 1 200 მგზავრს გაატარებს.