ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ექიმ ირაკლი მერკვილაძის პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქუთაისის მე-2 სამშობიაროს მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძემ დღეს უნდა გამოაცხადოს, დატოვებს თუ არა ძალაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მერკვილაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ქუთაისის მე-2 სამშობიაროს მთავარი ექიმი სასამართლო დარბაზში 2018 წლის 27 იანვარს დააკავეს.
საქმე ეხება ხუთი წლის წინ მომხდარ შემთხვევას. მერკვილაძეს მოქალაქე შვილის გარდაცვალებაში სდებდა ბრალს. ალა მატინოვას განცხადებით, მისი შვილი მშობიარობის შემდეგ დაიღუპა. მიზეზად გარდაცვლილის დედა ექიმის უყურადღებობას ასახელებს.